"ხელისუფლების რეიტინგი ცალსახად მიუთითებს, რომ ოპოზიციას აქვს შანსი, დაამარცხოს ივანიშვილი", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემა "არჩევანში".
მისი თქმით, IRI-ის კვლევის შედეგები, რომელიც 20 ივნისამდე ჩატარდა, მიუთითებს, რომ ოპოზიციას აქვს შანსი, დაამარცხოს ივანიშვილი.
"ისეც არ უნდა გამოგვივიდეს, რომ ჯერ დაუჭერელი დათვის ტყავს ვინაწილებთ, თავსაც ნუ დავიწყნარებთ. ივანიშვილის არანაირი დემოკრატი არ არის, ის არ არის პოლიტიკოსი და მე ყველაზე მეტად ეს მაშინებს. ვისაც შიში ჰქონდა 2012 წელში სააკაშვილის გადააბარებდა თუ არა ხელისუფლებას მშვიდობიანად, ეს შიშები გაქარწყლდა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივანიშვილის ამას ასე მშვიდად შეელევა. პირველ რიგში, ეს არის ქონება. ეს ადამიანი აპირებს აქ ცხოვრებას. წარმოუდგენია, რომ ესე უნდა იყოს როგორც არის. მისი წარმოდგენა და რეალობა აცდენილია. მაგრამ თუ იქნება მკაფიო გამარჯვება, ვერანაირი ივანიშვილი და რუსეთი მის უკან მდგომი ვერაფერს ვერ შეცვლის", - განაცხადა გიგი უგულავამ.