ხვალ, 12 ნოემბერს 13:00 საათზე, კინოთეატრ "ამირანში" რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება.
ჩვენებას დაესწრებიან თავდაცვის სამინისტროს და საპატრიარქოს წარმომადგენლები. აგრეთვე გარდაცვლილ გმირთა ოჯახის წევრები.
ჩვენების ორგანიზატორია ტელეკომპანია საქართველო და საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება".