საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ბაქოში გაემგზავრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში პოლოლიკაშვილი აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და ეკონომიკის მინისტრებს შეხვდება.
გარდა ამისა, დაგეგმილია ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებით პრეზენტაციის გამართვა, რომელსაც "რაკია საქართველოს" წარმომადგენლები გამართავენ.
მინისტრი თბილისში ხვალ დაბრუნდება.