რუსეთის არ არის ოკუპანტი, ის მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რომლებიც არასდროს დაბრუნდებიან საქართველოს შემადგენლობაში. აღნიშნული განცხადება რუსეთის დუმის დეპუტატმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა პეტრე ტოლსტოიმ გააკეთა "რუსთავი2"-თან საუბრისას.
„რუსეთს არ მოუხდენია თქვენი ტერიტორიების ოკუპაცია. როდესაც თქვენი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი არის მტერი და ოკუპანტი, როგორ წამოგიდგენიათ საუბარი ნორმალურ ურთიერთობებზე? აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაუბრუნდება საქართველოს. ისინი არასდროს გახდებიან თქვენი ტერიტორიები. რუსეთი მხარს დაუჭერს მათ დამოუკიდებლობას. გადაეცით ეს ყველას, რომლებიც თბილისის ქუჩებში ანტირუსული ლოზუნგებით დარბიან - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაუბრუნდება საქართველოს. ეს არასდროს მოხდება", - განაცხადა ოკუპანტი რუსეთის დუმის დეპუტატმა