საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტურისტებს ბათუმიდან მიმართავს და მოუწოდებს, ზაფხული საქართველოში გაატარონ.
"მე ვარ საქართველოს სანაპიროს უმაღლეს წერტილში, შავ ზღვასთან. ჩემს უკან ჩანს ძალიან თანამედროვე ქალაქი, ბათუმი და სანაპირო. მე ვფიქრობ, ეს არის ადგილი, სადაც მშვენიერება და კულტურა ერთმანეთს ერწყმის. აქვე, ძალიან ახლოს გვაქვს ბევრი არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობა. ჩვენ აქ გელოდებით, ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობით. გაატარეთ ზაფხული საქართველოში", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ინგლისურენოვან ვიდეომიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.