განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიხეილ გიორგაძის თანამდებობის დატოვების საკითხს ეხმიანება და მის გადაწყვეტილებას პატივს სცემს. მისი თქმით, კულტურის მიმართულებით რეფორმები და მეტი ჩართულობაა საჭირო.
“პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას, ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად და დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს კერძო სექტორში, წარმატებებს ვუსურვებ მას. რაც შეეხება კულტურის მიმართულებას, - მე ვფიქრობ, რომ საჭიროა რეფორმები, ახალი საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა, პრობლემების პროაქტიური გადაწყვეტა. ეს ყველაფერი მოითხოვს ახლებურ მიდგომებს და ჩვენ ამას გავაკეთებთ”,- განაცხადა განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მიხეილ გიორგაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.