პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები, რომლებიც დღესრეპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედმანდმე მსვლელობას გეგმავენ, ამბობენ, რომ მოთხოვნა უცვლელია და პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ შს მინისტრი თანამდებობას არ დატოვებს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ფორბს ჯორჯიას“ აღმასრულებელი რედაქტორი, შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნების რედაქტირებას, რამის გამოკლებას ან დამატებას, არ აპირებენ.
„მის წასვლას აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, რადგან ასე, რომ მოხდება დარბევა, ამის პატიება, რომ არ იქნება თანამდებობის პირების, ეს უნდა ჩაიწეროს ისტორიაში და ამ პრეცედენტისთვის ვიბრძვით, თორემ ამით დიდ ცვლილებას ჩვენ სინამდვილეში არ მოველით. არ ვაპირებთ მოთხოვნების რედაქტირებას, რამის გამოკლებას ან დამატებას. პირველივე დღეს ვთქვით, რა გვინდოდა და აუცილებლად მივალთ აქამდე ჯიუტად, არც მოლაპარაკებებზე წავალთ ვინმესთან, ყოველდღე ვივლით საქართველოს სამსახურში“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.