შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის შეჩერებასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, ენგურის ხიდის დროებით დაკეტვის შესახებ, მიკრობლოგ "ტვიტერზე" ეხმიანება.
„ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს! რუსეთი აძლიერებს ზეწოლას საქართველოზე. რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით საქართველოში ავიამიმოსვლა და ღვინის იმპორტი შეჩერებულია“, - წერს კარლ ბილდტი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმიანება ასევე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის დროებით ჩაკეტვას და აღნიშნულთან დაკავშირები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებას ავრცელებს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ენგურის ხიდის დროებითი ჩაკეტვის გამო შეშფოთება გამოთქვა.