ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტი საქართველოს ხელისუფლებას 20 ივნისის მოვლენებისას ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტზე სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
"მოვუწოდებთ, გამოძიება ძალის გადამეტების შესაძლებლობაზე და მოქმედებებზე, რომლებმაც საფუძველი დაუდო ძალადობას და წინ უსწრებდა პოლიციის ქმედებებს, წარიმართოს გამჭვირვალედ, სწრაფად, ამომწურავად. სახალხო დამცველის ჩართვა მნიშვნელოვანია. მოვუწოდებთ მხარეებს, დიალოგისკენ, კომპრომისისკენ",- წერს ბრიტანეთის ელჩი მიკრობლოგ "ტვიტერში".