შს მინისტრი კონტრაქციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, აქციის შესახებ პირველად ესმის და მსგავსი ღონისძიებები საერთოდ არ არის საჭირო
„მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ადამიანს მინდა, ადამიანური მადლობა ვუთხრა, ასევე მინდა, ვთხოვო, რომ დღეს, როდესაც ყველა ერთად ვცდილობთ, მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა, ვებრძოლოთ პოლარიზაციას ჩვენს საზოგადოებაში, მსგავსი აქციები მხოლოდ გვიშლის ხელს, რა მოტივითაც არ უნდა ტარდებოდეს. მინდა, გულწრფელად ვთხოვო მათ და დავარწმუნო, მსგავსი აქციები არ არის საჭირო. ჩვენს მოქალაქეებთან ყოველთვის ვიპოვით გზას და გვექნება საშუალება, ვისაუბროთ იმ ენაზე, რომ ერთმანეთს არა აქციებით ვილაპარაკოთ, არამედ შევძლოთ კონსტრუქციულ დიალოგში გადავიყვანოთ ჩვენი საუბრები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთხოვო თითოეულ ადამიანს, რომელიც მსგავს ღონისძიებას აორგანიზებს, გადაიფიქროს, არ არის ეს საჭირო“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.