საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტების შეკითხვებას პასუხობს. ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, პრემიერმა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან.
"სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ რომ განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური ზემოქმედება მოახდინა ეკონომიკაზე. მოლოდინებზე მნიშვნელოვნად აისახა იმ გადაწყვვეტილებამ, რაც უკავშირდება პირდაპირი ფრენების აკრძალვას.
ეს ყველაფერი დამშვიდდება. ქვეყანა არის თავის განვითარების კალაპოტში და თითეული ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ეკონომიკურ მდგრადობას არის თავის ნიშნულზე. მთავრობა ვალდებული ვართ დავიცვათ ფისკალური დიციპლინა და შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური ჩარჩო - შესაბამისად ჩვენ გაქვს გეგმა, როგორც მოკლევადანი, ასევე გრძელვადიანი", - განაცხადა ბახტაძემ.