საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტების შეკითხვებას პასუხობს.
"მსჯავდებული მიხეილ სააკაშვილი და მისი აგრესიული ჯგუფის რიტორიკა არის ერთი და იგივე. ეს არის აგრესია ძალადობა და ეს არის ყველაფერი, რაც უკავშირდება მთავარ მიზანს, რომ როგორმე შემოიტანონ განწყობა, რომ იქნება არეულობა.
2012 წლის არჩევნების შემდეგ ვიხილეთ კიდევ უფრო გააქტიურებული აგრესიული რიტორიკა. ნებისმერი არჩევების წინა პერიოდში თუ შემდეგ ვისმენთ ერთი და იგივეს, ესაა აგრესია თუ შეტევა კონსტიტუციაზე. 7 წელია ისინი ამზადებდნენ და ჩაუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას, სამშობლოს და საკუთარ ხალხს. ისინი ელოდნენ რომ ვირაცას ფეხი დაუცდებოდა. დიახ ჩვენ ფეხი დაგვიცდა", - განაცხადა ბახტაძემ.
დღეს, მამუკა ბახტაძეს პარლამენტის წინაშე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში უნდა წარედგინა, თუმცა ბოლო წუთებში, გადაიდო. მოგვიანებით, როგორც თავად პრემიერ-მინისტრმა განმარტა, "ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან".