დღეს, საქართველოს პარლამენტმა თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.
ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არავინ წასულა. პროტესტის ნიშნად, პლენარულ სხდომას არ ესწრებოდნენ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები.
"ქართული ოცნების" მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს რომან კაკულიამ და მარიამ ჯაშმა. კენჭისყრის შედეგების ოქმის მიხედვით, ბექა ოდიშარიას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა პარლამენტის პრესსამსახურის მიერ მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ დეპუტატმა ნამდვილად მიიღო მონაწილეობა და მხარი დაუჭირა იმუნიტეტის შეჩერებას.
მარიამ ჯაშმა, "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის დედისა და თავისი დედამთილის თხოვნით არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში.
ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა:
ირაკლი აბუსერიძე, რევაზ არველაძე, გია ბენაშვილი, ლევან ბეჟანიძე, ირაკლი ბერაია, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ანზორ ბოლქვაძე, გიგა ბუკია, ზაზა გაბუნია, გიორგი გაჩეჩილაძე, რუსლან გაჯიევი, ელგუჯა გოცირიძე, გოგა გულორდავა, ოთარ დანელია, მახირ დარზიევი, ისკო დასენი, გოჩა ენუქიძე, მუხრან ვახტანგაძე, გიორგი ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი, აკაკი ზოიძე, ცოტნე ზურაბიანი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი თორთლაძე, ედიშერ თოლორაია, რატი იონათამიშვილი, გიორგი კახიანი, პაატა კვიჟინაძე, შალვა კიკნაველიძე, სოფო კილაძე, კობა კობალაძე, ლევან კობიაშვილი, ირაკლი კოვზანაძე, კარლო კოპალიანი, გიორგი კოპაძე, სვეტლანა კუდბა, კახა კუჭავა, კობა ლურსმანაშვილი, დავით მათიკაშვილი, იოსებ მაკრახიძე, სამველ მანუკიანი, გენადი მარგველაშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი, გურამ მაჭარაშვილი, სულხან მახათაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, გოგი მეშველიანი, სავალან მირზოევი, გრიგოლ მიქელაძე, ენზელ მკოიანი, გიორგი მოსიძე, რომან მუჩიაშვილი, დიმიტრი მხეიძე, თამაზ ნავერიანი, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე, სიმონ ნოზაძე, ანრი ოხანაშვილი, ზაზა პაპუაშვილი, რუსლან პოღოსიანი, გია ჟორჟოლიანი, გელა სამხარაული, დიმიტრი სამხარაძე, ირაკლი სესიაშვილი, დავით სონღულაშვილი, ერეკლე ტრიპოლსკი, ალექსანდრე ქანთარია, მერაბ ქვარაია, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ოთარ ჩრდილელი, თამარ ჩუგოშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად ძიძიგური, ნინო წილოსანი, ივლიანე წულაია, გივი ჭიჭინაძე, თეიმურაზ ჭკუასელი, შოთა ხაბარელი, არჩილ ხაბაძე, ფატი ხალვაში, გიორგი ხატიძე, ირაკლი ხახუბია, თენგიზ ხუბულური, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ხუციშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ბექა ოდიშარია და მირიან წიკლაური.




