ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად - აშშ-ის საელჩო 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება 20 ივნისს თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი ქმედებებისა და ძალაუფლების გადამეტების ინციდენტების გამოძიება, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.