მე როცა ვიყავი მინისტრი, სისხლი არ დამიღვრია, დღეს გამოვედი და ვთქვი, რომ გახარია უნდა გადადგეს, -ასე მიმართა პარლამენტის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილ ხალხს.
„მე როცა ვიყავი მინისტრი, სისხლი არ დამიღვრია, დღეს გამოვედი და ვთქვი, რომ გახარია უნდა გადადგეს. 2003 წელს, როცა მე მინისტრი ვიყავი და დემონსტრანტები 70 000-ნი იყავით, ერთი ტყვია არ გამისვრია და ერთი ცრემლმდენი გაზი არ გამიშვია. ამიტომ, აქ ხალხი ვინც არის, გაათვითცნობიერეთ, ვინ არის უმრავლესობის წევრი, მერე გამოიყვანეთ და მერე გამოახატინეთ პროტესტი. მე ყველა დავგმე, მე ქუჩაში სიარული არ მეშინია“, - განაცხადა ნარჩემაშილმა.