ჩვენ გადავდივართ ძალიან დემოკრატიულ პროცესში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას.
მისი თქმით, სამწუხაროდ იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციის მხრიდან ადგილი ქონდა უფლებამოსილების გადამეტებას.
„ამაზე მკაფიოდ ვთქვით, რომ ამაზე დადგება პასუხისმგებლობა და 10 პოლიციელს უფლებამოსილება აქვს შეჩერებული და ორი პოლიციელის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი პროცესი. მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი არის ის რომ ჩვენ ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ ჩვენ საზოგადოებას და დავიცვათ შავი ჭირისგან, ამ პოლიტიკური ჭირისგან. და მეორეს მხრივ, უნდა ადეკვატურები ვიყოთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნების მიმართ. საზოგადოებამ კარგად დაინახა რაც მოხდა, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი გადადგა, ჩვენმა კოლეგამ დატოვა მანდატი. ჩვენ გადავდივართ ძალიან დემოკრატიულ პროცესში“, - თქვა სესიაშვილმა.