უპრეცენდენტო მოვლენა, ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას. კახი კალაძე დარწმუნებულია, რომ ახალი რეფორმის პირობებშიც კი, როდესაც პროპორციული წესით ჩატარდება არჩევნები და ნულოვანი ბარიერი იქნება, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდ მხარდაჭერას მიიღებს.
„ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბარიერი საერთოდ უქმდება, რითაც ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ შესაძლებლობას, თუ საზოგადოების მხრიდან ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა, რა თქმა უნდა, მოხვდნენ პარლამენტში და პარლამენტში დააფიქსირონ თავიანთი ხმა სხვადასხვა საკითხებზე. მგონია, რომ ეს ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს, ეყოლებათ თავიანთი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში. მე მგონია მაინც, რომ პარტია ქართულ ოცნებას, ამ რეფორმის ფარგლებშიც ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა,“ - განაცხადა კალაძემ.