რუსეთის დუმის ფრაქციის თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა დეპუტატებს მოუწოდა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებისკენ. მან აღნიშნა, რომ საქონლის იმპორტის აკრძალვა იქნება ადეკვატური რეაგირება თბილისში არსებული ანტირუსული დემონსტრაციებისადმი და საქართველოს ხელისუფლების დესტრუქციული პოზიციისა.
"სახელმწიფოს მეთაურმა დროული ზომები მიიღო ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ანტირუსული თავდასხმების საპასუხოდ ეს უნდა გაკეთებულიყო პირველ რიგში, მაგრამ ახლა უნდა ვიფიქროთ შემდეგი ნაბიჯებზე”,- განაცხადა სერგეი მირნოვმა
პარლამენტარის განცხადებით, საქართველოს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ეფექტური რეაგირება იქნება თბილისის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები, პირველ რიგში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების თვალსაზრისით.
"პირდაპირ ვისაუბროთ: საქართველოდან ღვინისა და პროდუქციის შემოტანა ამ ქვეყნის ეკონომიკის მიმართ ქველმოქმედებაა. თუ თბილისი საკითხს უმოკლეს დროში არ შეისწავლის, მე ვერ ვხედავ მიზეზს, რომ შეინარჩუნოს სავაჭრო ურთიერთობები ქვეყნისთან, რომელთან მიმართებითაც ანტირუსულ პოლიტიკას ახორციელებს", - განმარტა დეპუტატმა.