ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენები აეკრძალებათ - ამის შესახებ იუწყება რუსული გამოცემა "ინტერფაქსი".
აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ მიიღო.
"8 ივლისიდან ქართული ავიაკომპანიები რუსეთის მიმართულებით ფრენებს ვეღარ განახორციელებენ. 8 ივლისიდან ამოქმედდება დროებითი შეზღუდვა და ქართული ავიაკომპანიები რუსეთის მიმართულებით ფრენებს ვეღარ განახორციელებენ", - იუწყება "ინტერფაქსი".
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ივნისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა.