პარლამენტთან სტუდენტების აქცია გრძელდება. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასა და 20 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
სტუდენტები, თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით გადაინაცვლეს პარლამენტთან, სადაც უკვე მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია და სიტყვით გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
სტუდენტებმა განაცხადეს, რომ ისინი არც ერთ პარტიას არ უერთდებიან. ისინი პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გამოსვლას მათ სტვენით უპასუხეს და აიძულეს მიკროფონი ახალგაზრდებისთვის გადაეცა. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს „ევროპული საქართველოს“ წევრს გიგი უგულავასაც. დემონსტრანტებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ბოთლები ესროლეს და სკანდირებით წასვლისკენ მოუწოდეს.