თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეები „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგი უგულავას დაუპირისპირდნენ.
დემონსტრანტებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ბოთლები ესროლეს და სკანდირებით წასვლისკენ მოუწოდეს.
გიგი უგულავამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს საღამოს განახლდა. პროტესტის მონაწილეები შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.