რუსეთ-საქართველოს შორის ბოლო წლებში შემჩნეული დათბობა რამდენიმე წლით უკან დაბრუნდა საქართველოში უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების გამო. ამის შესახებ „რია ნოვოსტის" რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განუცხადა.
"გარკვეული დათბობა, რომელიც ბოლო წლებში შეიმჩნეოდა ჩვენს ქვეყნებს შორის, რამდენიმე წლით კვლავ უკან დაბრუნდა და ეს მოხდა ქართველი პოლიტიკოსების ძალისხმევით", - განაცხადა ჯაბაროვმა.
"დაე, ევროპამ ნახოს, ვისი მიწვევა სურს ნატო-ში", - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.