საქართველოს პრეზიდენტმა წუხელ პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულები მოინახულა. სალომე ზურაბიშვილი High Technology Medical Center-ში იმყოფებოდა, სადაც დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო.
"ვსტუმრობ High Technology Medical Center-ში მათ, რომლებიც წუხელ ღამეს, თბილისში საპროტესტო აქციაზე დაშავდნენ",- დაწერა პრეზიდენტმა მიკრობლოგ "ტვიტერში".