“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ირაკლი კობახიძე იმიტომ გადადგა, რომ ამას ოპოზიცია ითხოვდა და „ნაციონალური მოძრაობა“, ძალიან მწარედ ცდება, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ირაკლი კობახიძის გადადგომის შესახებ.
„ეს პოზიცია არის არასწორი. ირაკლი კობახიძე გადადგა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან აიღო კონკრეტული პოლიტიკური პასუხიმგებლობა და მან თქვა, რომ მე შემიძლია ჩემს თავზე ავიღო და უნდა ავიღო პოლიტიკური პასუხიმგებლობა, მიუხედავად კონკრეტული ობიექტური გარემოებებისა. ის არ გადამდგარა იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა ითხოვდა ამას”, - განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან 21 ივნის გადადგა.