"აი რა ყოფილა მისი პასუხი, თვალების დათხრა და დასახიჩრება" ასე ეხმიანება წუხელ განვითარებულ მოვლენებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი თინა ბოკუჩავა.
"გუშინ პარლამენტში გახარია კიბეებს შორის შეშლილი სახით, რომ დარბოდა და დავიჭირე, მომიგო პასუხს ახლა არ გაგცემ, ამაღამ მიიღებთო.
აი რა ყოფილა მისი პასუხი. თვალების დათხრა და დასახიჩრება. ხალხის სათითაოდ დევნა დაუჯერებელი სისასტიკით.
ოცნება დასრულდა! დღეს, ყველა ერთად!" წერს თინა ბოკუჩავა Facebook-ის პირად გვერდზე.