პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოციალური ქსელით კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე ეხმიანება.
„პოლიტიკოსებმა ერთმანეთს შეატოვეს დემონსტრანტები და პოლიცია. უკვე ორი საათია ხელჩართული ბრძოლა მიდის პარლამენტის წინ და არავინ ლიდერთაგან, არც ერთ მხარეს არაფერს აკეთებს სიტუაციის განმუხტვისთვის“, – წერს მენაბდე.
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშალა. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ცუდად გახდნენ. დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიც. რამდენიმე დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ჯერ ცრემლსადენი გაზის კაფსულები ესროლეს. შემდეგ კი მათ რეზინის ტყვიები ესროლეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიცია კანონით გათვალისწინებულ იძულების პროპორციულ სპეციალურ საშუალებებს იყენებს.