პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო. ადგილზე ცრემლსადენი აირი და გამაფრთხილებელი შაშხანები გაუშვეს. აქციის მონაწილეები შენობაში შეღწევას ცდილობენ.
ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიციაა.
მდგომარეობა პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს.