ბოლო 2 საათის განმავლობაში რასაც ვადევნებთ თვალს ეს არის ძალადობა - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სამართლიან პროტესტში საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგას.
"ძალადობა ეს არის მიუღებელი და მას ექნება ადეკვატური პასუხი", - განმარტავს ბახტაძე.