საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტის შენობაში შევიდა.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა.
პარლამენტის შენობაშ იმყოფება ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ვითარება ამ დროისთვის უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეების ნაწილი ცდილობს შევიდეს პარლამენტის ეზოში.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმები.