დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას, რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას.
"პირველ რიგში, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დგას ახლა ამ მოედანზე და შეიძლება გამოთქვამს სამართლიან პროტესტს, მოვუწოდებთ, ერთმნიშვნელოვნად დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას. რაც აქ ხდება, ამას ქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი. სხვა ყველაფერს მერე გეტყვით",- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ვითარება ამ დროისთვის უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეების ნაწილი ცდილობს შევიდეს პარლამენტის ეზოში.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმები.