საჰაერო სივრცე დაირღვა ოკუპირებულ ზოლს მიღმა, ანუ ცხინვალის რეგიონში“, – ამის შესახებ ვლადიმერ კონსტანტინიდმა რუსული ვერტმფრენის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ფრენის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ოკუპირებულ რეგიონში დაფიქსირდა შემოფრენა. ამასთან დაკავშირებით შესაბამისმა სამსახურმა გააკეთა უკვე განცხადება. რაც შეეხება ჩვენს უწყებას, საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავს ყველა ფაქტზე, იცით თქვენ უკვე, რომ ახდენს მკაცრ რეაგირებას და აღნიშნული გახდება ჩვენი მსჯელობის საგანი ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, იმ ინსტრუმენტებით რომელიც ჩვენ გაგვაჩნია”,- განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.