ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტში პროტესტისთვის მისულ მოქალაქეებს ტრანსპარანტები, რომელზეც "სირცხვილი მთავრობას" ეწერა დახაია.
საქართველოს პარლამენტში დაპირისპირება ჰოლში მოხდა, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშივილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა.
სამოქალაქო პირებმა, რომლებიც პარლამენტში ოკუპანტების ვიზიტსა და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნის დაკავებას აპროტესტებდნენ, ზაქარია ქუცნაშვილს „მოღალატე და მონა“ უწოდეს.
მოქალაქეებმა ქუცნაშვილი შეძახილებით გააცილეს,. მას განმარტება არ გაუკეთებია და თავი პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებს შეაფარა.