საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება ღონისძიება: „ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის“ რომლის ფარგლებშიც სტუ-ს 12 ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდება შეჯიბრი სპორტის შემდეგ სახეობებში:
• ქუჩის კალათბურთი (street ball);
• ქუჩის ფეხბურთი (street soocer);
• ფრენბურთი;
• მჯდომარე ფრენბურთი (შშმ პირების მონაწილეობით)
• გრეხეთბოლი;
• მეკლდეურობა;
• მაგიდის ჩოგბურთი;
• ჭადრაკი;
• მკლავჭიდი;
• ნარდი;
• დარცი;
• ბადბინტონი;
• მხიარული სტარტები
• ე.წ. ბუშტების ფეხბურთი
ღონისძიება გაფორმდება მუსიკალურად და ეყოლება წამყავნი, საღამოს ღონისძიების დასასრულს მოხდება გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება საზეიმო ვითარებაში.
ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ გადაიცემა სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდიდან.
„სტუ-ს სტუდენტური დღეები 2019 - ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის“ არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროექტი რომელიც ხორციელდება 2019 წლის 26 მარტიდან - 30 ივნისის ჩათვლით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მისი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გარემოზე ზრუნვა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში 100-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდება სპორტული, კულტურული, ინტელექტუალური და საგანმანათლებლო მიმართულებით. პროექტი 2017 და 2018 წლებში უკვე ჩატარდა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც სტუდენტებში, ასევე საზოგადოების სხვა წრეებში.
პროექტს მხარს უჭერს და ნაწილობრივ აფინანსებს ქ. თბილისის მერია, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები რომელთაც დაწესებული აქვთ პრიზები სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებულთათვის.