ადა მარშანია და ემზარ კვიციანი პარლამენტში რუს დეპუტატებს იცავენ და ოპოზიციას პროვაკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ.
ადა მარშანია თინა ბოკუჩავას და ელენე ხოშტარიას დაუპირისპირდა, პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე ავიდა და მათი ძალით ჩამოყვანა სცადა. ადა მარშანია ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას ძალის გამოყენებით ჩამოყვანას ცდილობდა, რათა ადგილი გავრილოვისთვის გაეთავისუფლებინა. "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ოპოზიციას სამარცხვინო უწოდა.
ემზარ კვიციანი მედიითვის და მოქალაქეების გამოყოფილ სივრცეში გავიდა. ის მოაქალაქეებს დაუპირისპირდა და მშვიდობიანი პროტესტის დასრულებისკენ მოუწოდა.