დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერმა ჯანდაცვის ახალი მინისტრის პოზტსე ეკატერინე ტიკარაძე წარადგინა.
პრემიერმა სერგეენკოს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ბახტაძე ამბობს, რომ დავთ სერგეენკო 7 წლიანი მინისტრობის შემდეგ, რჩება "ქართული ოცნების" გუნდის წევრად და ის უკვე რჩევებს თავად პრემიერს მისცემს.
ბახტაძის თქმით, ის ამ პოსტზე იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც მინისტრის პოსტზე.
მამუკა ბახტაძემ დავით სერგეენკოს გაწეული მუშაობისთის მადლობა გადაუხადა. დავით სერგეენკო მინისტრად 2012 წელს დაინიშნა. მანამდე ის საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა.