დღეს ევროპული საქართველოს წევრები საპენსიო სააგენტოს კვლავ ეწვივნენ სქემიდან გასასვლელად და მხარდამჭრებს მოუწოდეს არ დარჩნენ სქემაში. ამასთან დაკავშირებით, საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა.
"საპენსიო სააგენტო მუშაობს შეუფერხებლად, უკვე გაწევრიანებულია 809 ათასი ადამიანი და გავიდა მხოლოდ 10-11 პროცენტი. ყველა მოქალაქე ვინც სქემაში გაწევრიანდა გამსჭვალულია იმედით და ოპტიმიზმით რომ მათ ექნებათ უზუნველი საპენსიო ასაკი და სოლიდური პენსია. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება გვინდა თუ არა კეთილდღეობა საპენსიო ასაკში!
როგორც ჩანს, პესიმისტურად განწყობილი ჯგუფები ევროპულ არჩევანს გვიწუნებენ! თუ ჩვენ გვსურს ევროპული საქართველო ავაშენოთ, ზღვარი საპენსიო რეფორმაზე გადის. საპენსიო რეფორმა არის ბოლო დროს განვითარებულ რეფორმებს შორის უმსხვილესი. საერთოდ გაუგებარია ბატონი გიგას განმეორებითი ვიზიტი, რადგან მან ერთხელ უკვე დატოვა სქემა. გაგვიჩნდა განცდა, რომ ის და მისი ჯგუფის წევრები სქემაში დასაბრუნებლად მოვიდნენ", - განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა მაგდა კოტრიკაძემ.