"ყველა ხვდება, რომ კობახიძე უნდა გადამალოს ივანიშვილმა იმიტომ, რომ ნეგატივის მეტი არაფერი არ მოაქვს პარტიისთვის," - ეს განცხადება დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა.
„რატომ უნდა მოგინდეს საკონსტიტუციოს თავმჯდომარეს, რომელსაც ძალიან ბევრი დრო გაქვს დარჩენილი, ვთქვათ, გადასვლა, ათავისუფლებენ იმ ადგილს კობახიძისთვის. ეს კითხვებიც არსებობს. ყველა ხვდება, რომ კობახიძე უნდა გადამალოს ივანიშვილმა იმიტომ, რომ ნეგატივის მეტი არაფერი არ მოაქვს პარტიისთვის. გვინდა, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად მძიმედ წარიმართოს მათთვის და თითოეული არასწორი გადაწყვეტილება ძალიან ძვირად დაუჯდეთ. თამარ ალანიას გაყვანას უზენაეს სასამართლოში უნდა გადაყვეს "ქართული ოცნება“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.