ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის დირექტორი სულიკო ბლადაძე ქობულეთის მერმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, შესწავლილი იქნება ქობულეთის სანდასუფთავებაში გაფორმებული ყველა შრომითი ხელშეკრულება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, TV25-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სულიკო ბლადაძემ სამსახურში ძმა და ცოლისძმა დაასაქმა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მითითებული ლინკზე: