ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მთაწმინდაზე საარჩევნო გარემო შეაფასა და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა.
ბოკერიას ინფორმაციით, ხელისუფლება პატიმრობიდან გათავისუფლებული კრიმინალების მობილიზებით ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას. მისი თმით, შალვა შავგულიძის შტაბს რამდენიმე წყროსგან აქვს ინფორმაცია, რომ კრიმინალების მობილიზება ხდება პოლიციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში, კერძოდ, რჩეულიშვილის ქუჩაზე პოლიციის განყოფილების უფროსის, მიხეილ ბარამიძის მონაწილეობით.
ასევე, ბოკერია ამბობს, რომ ქართული ოცნება ხმების მობილიზების მიზნით, ცდილობს გამოიყენოს პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა.
"კერძოდ, ოქროყანაში, 3 წლის წინ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დავით ციხელაშვილის ოჯახს უკვე მესამე არჩევნებია პირდებიან მის გათავისუფლებას და ითხოვენ ხმების მობილიზებას ლადო კახაძის სასარგებლოდ. ოქროყანაში ქართული ოცნების სახელით ხმების მობილიზებაზე მუშაობს ლევან თოფურიძე, მეტსახელად კალაბოკა. ანალოგიური მდგომარეობაა სოლოლაკში, სადაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ნარკოტიკების გამო დაააკავეს გიორგი მგელაძე, რომლის მეგობრებსაც გათავისუფლების სანაცვლოდ აიძულებენ ამომრჩევლების პირადი ინფორმაციის მოგროვებას და არჩევნებზე მათ მობილიზებას. პირველი ტურის შემდეგ შშმ პირის ოჯახს დაუკავშირდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და გააფრთხილეს - იმ შემთხვევაში, თუ ხმას ლადო კახაძეს მისცემენ მეორე ტურში, მათ შშმ პირ შვილს ჩასვამენ სახელმწიფო პროგრამაში",- აღნიშნა მან.