საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედნის საზეიმო გახსნას დაესწრო და აღნიშნა, რომ მოედნის რეაბილიტაცია თბილისის მერის კახა კალაძისა და მისი გუნდის დამსახურება და შრომის შედეგია.
"გილოცავთ თბილისელებო, გილოცავთ სრულიად საქართველო, გილოცავთ ბატონო კახა, თქვენ უკვე ხართ შესული იმ დიდ თბილისის მერებთა შორის, რომლებმაც ეს ქალაქი ააშენეს, გაამწვანეს. მადლობა ამისთვის.
ის, რაც დღეს გაკეთდა სწორედ ისაა, რასაც ჩვენ ყველანი ოცნებებსა და იმედებში ვხედავდით. ყოველდღიურად, ორბელიანების სასახლიდან ვუყურებდი როგორ შენდებოდა ეს უბანი და დღეს თუ კიდევ ვინმე იკითხავს - რატომ გადმოვედი ამ სასახლეში, შეუძლია ნახოს როგორია ეს უბანი და უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტის სასახლე აქ. ძალიან ბედნიერი ვარ მეყვავილეების გამო, რომლებიც წუხდნენ იმაზე, რომ შესაძლოა, მათი ადგილი რეაბილიტაციის შემდეგ აქ აღარ ყოფილიყო, მაგრამ მათთვის ულამაზესი სავაჭრო ადგილია მოწყობილი. ეს უბანი სულ ყვავილებით იქნება მორთული და ამითაც იქნება გამორჩეული", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.