სინგაპურის საჰაერო ძალების ორმა სამხედრო თვითმფრინავმა ფილიპინებიდან მომავალი სამგზავრო თვითმფრინავი აეროპორტში მიაცილა. სამართალდამცველების განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. სინგაპურის შეიარაღებული ძალების ორმა F-15SG ბომბდამშენმა ხომალდი კონტროლზე აიყვანა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია 13 წლის ბიჭმა გაავრცელა, ხოლო თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობა არ დადასტურდა.
Scoot Airlines-ის სპიკერმა სინგაპურში განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 144 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი ადგილობრივი დროით 16:49 წუთზე უსაფრთხოდ დაეშვა „ჩანგის“ აეროპორტში.
თავდაცვის მინისტრის, ენჯი ენგ ჰენის განცხადებით, სინგაპური ნებისმიერ შეტყობინებას, თუნდაც მცდარს განიხილავს საფრთხედ, რაზეც თავდაცვის ძალების რეაგირება მუდმივად იქნება შესატყვისი.