შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართული საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ, მედიის კითხვებს უპასუხა. გიორგი სამუშიას დაკავებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გაურკვეველია, როგორ მოხვდა ის საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუმცა უკრაინულ მხარისთვის შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ, მას აქვს საექსტრადიციო პატიმრობა მისჯილი.
„როგორც ვიცი სამუშია არის ბრალდებული მძიმე მუხლით - წამების მუხლით და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით. ჩემთვის დღეს გაურკვეველია, როგორ მოხვდა ის საქართველოს ფარგლებს გარეთ. თუმცა, მას გაუვიდა ცხრა თვიანი ვადა და შემდეგ გათავისუფლდა, ჩვენ ამაში რა თქმა გავერკვევით. ის რაც მოხდა უკრაინაში არის სამართლებრივი პროცედურები, რომელიც ჩვენი მოთხოვნით, ინტერპოლის მეშვეობით განახორციელეს უკრაინელმა კოლეგებმა. შემდგომ იქნება ასევე სამართლებრივი პროცედურები. მას აქვს საექსტრადიციო პატიმრობა მისჯილი, დაველოდოთ უკრაინული სასამართლოს გადაწყვეტილებას.