მოქალაქეების ძირითადი უფლებების შელახვით პროტესტს კი ვერ აქრობენ, აძლიერებენ. ასეთ პირობებში კი ხალხი აუცილებად დაიძვრება შუშის სასახლისკენ, ივანიშვილისთვის იმის სათქმელად, რომ მისი ხელისუფლების დრო ამოიწურა, - წერს ზუგიდიდს მერობის ყოფილი კანდიდატი და საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვში facebook-ზე.
„ჩვენს ხალხს არ დაუმსახურებია იცხოვროს ისეთ გაჭირვებასა და უუფლებობაში, როგორიც ვნახეთ ზუგდიდში და რაც არის მთელს საქართველოში. მოთმინების ფიალა ივსება. უკვე იგრძნობა, რომ ხალხი უფრო და უფრო ძლიერი საპროტესტო ხმით დაიცავს საკუთარ უფლებებს. ამის ნიშნებს ვხედავთ ყველგან, ბოლო კვირაში მაგალითად ჭიათურაში, სხვაგანაც.
მოქალაქეების ძირითადი უფლებების შელახვით პროტესტს კი ვერ აქრობენ, აძლიერებენ. ასეთ პირობებში კი ხალხი აუცილებად დაიძვრება შუშის სასახლისკენ, ივანიშვილისთვის იმის სათქმელად, რომ მისი ხელისუფლების დრო ამოიწურა და, რომ ცვლილება მართლაც სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით უნდა გაფორმდეს. მე აუცილებლად ვიქნები ამ საერთო ეროვნულ ბრძოლაში, როგორც ქართველი ვაჟების დედა და ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული რიგითი მოქალაქე!“, - წერს რულოვსი.