საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას ფეისბუქით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ეხმიანება.
„ნატაშა კარალოვა, იქნებ შენც შეგიშვან უკრაინაში. ამის უფლება შენ უფრო მეტად გაქვს, ვიდრე სააკაშვილს“, - დაწერა ზახაროვამ
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. მიხეილ სააკაშვილი კიევში 29 მაისს ჩავა.