ეუთოს საპარლამენტო პრეზიდენტის განცხადებით - „ნებისმიერი გართულება საზიანო იქნება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის, გამომდინარე მეზობელ აზერბაიჯანთან ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობის დაძაბვის თავლსაზრისით. ეს საკითხი, რომელიც ათწლეულებია სხვადასხვა ინტენსივობით განიხილება, მოითხოვს მაღალი თანამდებობის პირებისგან არა გაუაზრებელ განცხადებებს არამედ პროფესიონალურ, დიპლომატიურ და კონსტრუქციულ თანამშრომლობას მხარეებს შორის. ბუნებრივია უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრივი პრინციპები, ყველასთვის ძვირფასია ჩვენი ტერიტორია, ჩვენი კულტურული ძეგლები, მაგრამ მხოლოდ ემოციური მუხტი და უმართავი ინიციატივები შეიძლება სერიოზული გართულების საფუძველი გახდეს და გამოყენებული იყოს საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალების მიერ. ამიტომ სახელმწიფოს განსაკუთრებული სიფრთხილით მართებს ამ პროცესის წარმართვა და ყველა დაინტერესებულ და აქტიურ ჯგუფთან მუშაობა. პატრიარქის განცხადებაშიც სწორედ თანამშრომლობასა და სიმშვიდეზე იყო საუბარი. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას ამ საკითხში მათ შორის ეუთო-სი, ვფიქრობ ხელისუფლების მხრიდან პროცესის სწორად წარმართვის პირობებში და საჭიროების მიხედვით ეს შესაძლებელი იქნება.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა