ნიკა გვარამიას განცხადება არის მძიმე ბრალდება და სტრასბურგის სასამართლოს შეურაცხყოფა, - ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანე “რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას. ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ “რუსთავი2” საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში, ლადო ჭანტურიას, აცილებას უცხადებს.
„ნიკა გვარამიას განცხადება არის მძიმე ბრალდება და სტრასბურგის სასამართლოს შეურაცხყოფა. ალბათ წარმოსადგენია, რა მძიმე მდგომარეობაშია ბატონი გვარამია ჩავარდნლი. რადგან ასეთი ბრალდებების იმედად დარჩა. რაც შეეხება უსტიცის სამინსტროს, რომელც საქართველოს მთავრობას წარმოადგენს სტრასბურგის სასამართლოში ის მოპასუხეა და ჩვენ მშვდად ველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მივიღებთ და შევასრულებთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც სტრასბურგის სასამართლო რუსთავი2- ის საქმეზე მიიღებს“,- განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.