უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწე კახა წიქარიშვილი facebook პოსტს აქვეყნებს.
„ვერიდები ნინო გვენეტაძეზე პერსონალურ თავდასხმას ვინაიდან პატივს ვცემ და თანავუგრძნობ პიროვნებას რომელსაც ვიცნობდი 2016 წლამდე. რაც არ უნდა თქვას რომ მსხვერპლი არ ყოფილა, ჩემ თვალში ის არის სისტემის მსხვერპლი. ასე არ ხდება რომ ადამიანმა საჯარო სივრციდან ჩაყვინთოს, 8 თვის განმავლობაში პირში წყალი ქონდეს ჩაგუბებული და შემდეგ ამოყვინთოს იმის სათქმელად რომ მსხვერპლი არ ყოფილა.
მე არ გამოვრიცხავ რომ ამ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მასზე მუშაობა, რათა ეთქვა ის, რაც წინა კვირას თქვა. სასამართლოში კლანი არ არსებობს და ყველაფერი კარგად არისო ეს ჯერ ვერ ათქმევინეს, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ამ მიმართულებითაც მუშაობენ. სამწუხაროა რომ მეამბოხედ ცნობილი გვენეტაძე ამ მდგომარეობამდე მივიდა. მე მას ცუდს არ ვუსურვებ და მხოლოდ თანავუგრძნობ.
მე მინდა გავიხსენო ის ისტორია, როდესაც მან ადრეულ წლებში საკუთარი ჯიბის ფული მომცა დარბაზიდან გათავისუფლებული, გასაცოდავებული პატიმრისთვის მისაცემად, რომელსაც დახეული ფეხსაცმელები ეცვა და სახლში მისასვლელი ფული არ ჰქონდა. ასეთი მოსამართლეები იშვიათი იყო ქართულ მართლმსაჯულებაში“, - წერს წიქარიშვილი.