თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ, განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. "კურსერა" და "ედექსი", მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებო აპლიკაციებია, რომლებიც განათლების მაძიებლებს, უამრავ შესაძლებლობას და საინტერესო უფასო ონლაინკურსს სთავაზობს. ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან მიიღონ სასურველი განათლება და მისი დამადასტუებელი ოფიციალური სერტიფიკატი. ამისთვის მხოლოდ ინტერნეტის ქონა და სწავლის სურვილია საჭირო.
გთავაზობთ, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების 11 უფასო ონლაინკურსს:
1- პრინსტონის უნივერსიტეტი

4-კვირიანი უფასო ონლაინკურსი ბიტკოინისა და კრიპტოვალუტის შესახებ (Bitcoin and Cryptocurrency Technologies).
2- ჰარვარდის უნივერსიტეტი

12-კვირიანი უფასო ონლაინკურსი მსოფლიოს ლიტერატურული შედევრების შესახებ (Masterpieces of World Literature)
3- ჩიკაგოს უნივერსიტეტი

9-კვირიანი უფასო ონლაინკურსი სამართლისა და ეკონომიკური ასპექტების შესახებ მედია პლატფორმებში (The Law and Economics of Media Platforms)
4- იელის უნივერსიტეტი

11-კვირიანი უფასო ონლაინკურსი გლობალურ ფინანსურ კრიზისზე (The Global Financial Crisis)
5- კოლუმბიის უნივერსიტეტი

12-კვირიანი უფასო ონლაინკურსი ხელოვნური ინტელექტის შესახებ (Artificial Intelligence (AI)
6- სტენფოდის უნივერსიტეტი

8-საათიანი უფასო ონლაინკურსი ბავშვთა კვებისა და საკვების მომზადების ტექნოლოგიების შესახებ (Child Nutrition and Cooking)
7- პენსილვანიის უნივერსიტეტი

4-კვირიანი უფასო ონლაინკურსი ჰოლივუდის ისტორიის, ინდუსტრიისა და ხელოვნების შესახებ (Hollywood: History, Industry, Art)
8- დაკის უნივერსიტეტი

11-საათიანი უფასო ონლაინკურსი ძაღების ემოციისა და ქცევების შესახებ (Dog Emotion and Cognition)
9- ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი

6-კვირიანი უფასო ონლაინკურსი საზოგადოებაში არსებული დეპრესიის შესახებ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიდგომებით (Major Depression in the Population: A Public Health Approach)
10- კორნელის უნივერსიტეტი

6-კვირიანი უფასო ონლაინკურსი გლობალური სტუმართმასპინძლობის შესახებ (Introduction to Global Hospitality Management)
11- ვანდერბილტის უნივერსიტეტი

4-თვიანი უფასო ონლაინკურსი ანდროიდის აპლიკაციაში სოეციალიზირებული დეველოპმენტის შესახებ (Android App Development Specialization)
წყარო: Businessinsider