9 მაისს, თბილისში (ბეთლემის ქუჩა #18), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „ტფილისი ჰამქართან“ ერთად, მართავს ფესტივალს „გუდიაშვილი გელოდება“. ფესტივალის მიზანია თბილისის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მოსახლეობის ინფორმირება გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების რეაბილიტაციის პროცესის შესახებ.
ფესტივალი პროექტის „თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“ ფარგლებში იმართება.
პროექტი „თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“ განხორციელდა საიასა და „ტფილის ჰამქარის“ ურთიერთთანამშრომლობით, 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისამდე პერიოდში. პროექტი მიზნად ისახავდა თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის გაუმჯობესებას, ასევე ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობაში“ შესაძლო კორუფციისა და საჯარო ფინანსების არარაციონალური ხარჯვის შემცირებას.
პროექტის ფარგლებში, ზემოაღნიშნული ფესტივალის „გუდიაშვილი გელოდება“ გარდა, აგრეთვე განხორციელდა სხვა სახის აქტივობები, მათ შორის:
• მომზადდა ორი კვლევა: თბილისის განვითარების ფონდის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება და თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შეფასება;
• ჩატარდა ტური გუდიაშვილზე, სადაც ჟურნალისტები ადგილზე გაეცნენ მოედნის ისტორიას, არქეოლოგიას;
• ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, გაიმართა:
o 3 დღიანი საინფორმაციო კამპანია ჟურნალისტებისთვის;
o შეხვედრები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრეებთან, რომელთაც დაურიგდათ საიას მიერ შემუშავებული ბროშურები;
• გაიმართა ადვოკატირების შეხვედრები;
• გაიცა კონსულტაციები საიას იურიდიული დახმარების ცენტრის მიერ.