ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია რუსეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა, „რუსეთთან მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“.
შესაბამისი განკარგულება ქიშმარიას ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩმა ალექსეი დვინიანინმა გააცნო მეორე მსოფლიო ომში მონაწილეების „საზეიმო მიღებაზე“.